კითხვები და პასუხები
5 ვარსკვლავი ეფუძნება 338 მოსაზრებები

კითხვები და პასუხები

ვის შეუძლია სესხის აღება

სესხი გაიცემა სრულწლოვან მოქალაქეზე, 20 წლის ასაკიდან ზევით

კომპანია სოლვა გასცემს სესხებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქსა თუ დასახლებაში მდებარეობთ. მთავარია, გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რათა შეავსოთ ონლაინ განაცხადი. ფულის მიღების საშუალებებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: ფულის მიღება.

განაცხადის გაფორმება და გადაწყვეტილების მიღება

მესიჯი არ მოგივათ - განაცხადის ფორმაში გამოიყენეთ ოფცია „კოდის მიღება ხელმეორედ“. პრობლემის განმეორების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე support@solva.ge თქვენი მობილურის ნომრის და მობილურის ოპერატორის მითითებით.

გრაფაში „დასახლებული პუნქტი“ ვწერთ ქალაქის, სოფლის ან რაიონის დასახელებას. გრაფაში „ქუჩა“ ვწერთ იმ ქუჩის სახელს რომელ ქუჩაზეც ვცხოვრობთ. გრაფაში „სახლი“ ვწერთ საცხოვრებელი შენობის, კორპუსის ნომერს. გრაფაში „ბინა“ ვწერთ ბინის ნომერს. კერძო სახლის მისამართის შემთხვევაში გრაფებში „სახლი“ და „ბინა“ ვწერთ ერთი და იგივე ნომერს.

იურიდიული მისამართი - მისამართი რომლის მიხედვითაც არის წარმოებული რეგისტრაცია, ჩვეულებრივ ეს მისამართი წერია თქვენს პირადობის მოწმობაზე ან ID ბარათზე როგორც „დაბადების ადგილი“. ფაქტიური მისამართი - მისამართი სადაც ამჟამად ცხოვრობთ. ზოგჯერ ფაქტიური და იურიდიული მისამართი ემთხვევა ერთმანეთს.

დოკუმენტის ნომერი - თქვენი პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ნომერი, რომელიც წერია თქვენი სურათის ქვემოთ და იწყება ქართული ასეთი (პირადობის მოწმობის შემთხვევაში), ან შეიცავს ლათინურ ასოებს (ID ბარათის შემთხვევაში). პერსონალური ნომერი - ეს არის თქვენი 11 ნიშნა პირადი ნომერი (შედგება მხოლოდ ციფრებისგან)

თუ არ გახსოვთ მეილი და პაროლი, პირად კაბინეტში წვდომა შეგიძლიათ მობილურის საშუალებითაც აღიდგინოთ. აღდგენის ველში მიუთითეთ მობილურის ნომერი, რომლითაც დარეგისტრირებული ბრძანდებით და პაროლს სმს-ის სახით მიიღებთ.

თუ სხვა ცვლილებების განხორციელება გსურთ, ჩვენ ელ-ფოსტაზე support@solva.geგამოგვიგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის ან ID ბარათის დასკანერებული ვერსია (მხოლოდ დედანის სკანირებული ვერსია მიიღება), და ოფიციალურად, წერილით მოგვმართეთ რა ცვლილების განხორციელება გსურთ. ან მობრძანდით ჩვენს ოფისში პირადად და ადგილზე მოხდება ინფორმაციის ჩასწორება.

საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელი, გვარი და მამის სახელი უნდა ემთხვეოდეს Solva -ის საიტზე მითითებულ სახელს, გვარს და მამის სახელს, წინაამღდეგ შემთხვევაში თანხა მითითებულ ანგარიშზე გადარიცხული არ იქნება. თუ განაცხადი დადასტურებული იქნება არასწორი რეკვიზიტების მითითებით, თანხა დაბრუნებულ იქნება Solva-ის ანგარიშზე თქვენი ბანკის მიერ 3-14 დღის განმავლობაში, რის შემდეგ ჩვენ დავხურავთ სესხს თქვენ მიერ ზედმეტი დანახარჯების გაწევის გარეშე და თქვენ შეძლებთ ახალი განაცხადის შეტანას სწორი რეკვიზიტების მითითებით

განაცხადის სტატუსის შესახებ ინფორმაცია იგზავნება სმს კოდი თქვენს მობილურზე, რომელსაც კლიენტი უთითებს განაცხადის გაფორმებისას, ასევე ინფორმაცია განაცხადის სტატუსის შესახებ აისახება პირად კაბინეტში.

სავარაუდოდ ჩვენ ვერ შევძელით თქვენთან ან თქვენს დამსაქმებელთან დაკავშირება განაცხადში მითითებული საკონტქატო მონაცემების საფუძველზე და გავააუქმეთ გადაწყვეტილება სესხის გაცემის თაობაზე. გირჩევთ შეამოწმოთ მონაცემების სიზუსტე პროფილის პარამეტრებში პირად კაბინეტში

განაცხადის გაუქმება შეგიძლიათ სცადოთ, თუ მისი სტატუსი არის „მუშავდება“ ან „გადაუწყვეტელი“. თუ განაცხადისთვს მინიჭებულია სტატუსი „აქტიურია“ ან „პროცესინგი“, მისი გაუქმება შეუძლებელია. გასაუქმებლად მოგვწერეთ მეილზე support@solva.ge

ფულის მიღება

ფულადი სახსრების მიღება შეგიძლიათ UniPay-ის სალაროში ნაღდი ფულით, E-money-ს ელექტრონულ საფულეზე, ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ:ფულის მიღება

თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე (ბარათზე) ხორციელდება 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ასევე თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ განაცხადში თქვენს მიერ მითითებული რეკვიზიტების სიზუსტე.ხელშეკრულება იგზავნება თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე სესხის დადასტურების სემთხვევაში.

სესხის დაფარვა

ყველა მეთოდი აღწერილია ჩვენს საიტზე განყოფილებაში „როგორ დავფაროთ სესხი“.

საჭიროა მეილზე support@solva.ge გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი ქმედებების დეტალური აღწერით. Solva.ge-ს სპეციალისტები დაგიკავშირდეიან ამ საკითხის მოსაგვარებლად.

საჭიროა მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი, საკონტაქტო ტელეფონი და შესრულებული ოპერაციის ამსახველი ქვითრის სკანი/სურათი მეილზე support@solva.ge და ჩვენ დაგიკავშირდებით ამ საკითხის მოსაგვარებლად

საჭიროა მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი და გადახდის ქვითრის სკანი/სურათი მეილზე support@solva.ge. Solva.ge-ს სპეციალისტები დაგიკავშირდებიან ამ საკითხის მოსაგვარებლად.

დააზუსტეთ, შესაძლებელია თუ არა თქვენი ბარათის მეშვეობით ონლაინ-მაღაზიებში გადახდების განხორციელება. გამოგვიგზავნეთ შეცდომის სურათი საფოსტო მეილზე support@solva.ge. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხების დაფარვის სხვა მეთოდებით.

პირადი კაბინეტი

პაროლის აღდგენის ველში მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი ან ელ. ფოსტა რომლითაც ხართ დარეგისტრირებული და ახალ პაროლს მათი საშუალებით მიიღებთ.

თუ თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს ძველ მობილურის ნომერზე,თავად შეგიძლიათ შეცვალოთ მობილურის ნომერი,შებრძანდით თქვენს პირად კაბინეტში - “პროფილის პარამეტრებში”.

თუ თქვენ არ გაქვთ წვდომა თქვენს ძველ მობილურის ნომერზე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: (მეილზე: support@solva.ge)

- თქვენი სურათი (ფერადი ვერსია) პირადობის მოწმობით ხელში,რომელზეც ყველა ინფორმაცია უნდა იყოს წაკითხვადი.იხილეთ მაგალითი: