ლიკვიდაციის პროცესი

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 11 სექტემბრის N1394 განკარგულებით დაიწყო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვა“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319). გთხოვთ იხილოთ ლიკვიდატორის განცხადება.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად.