შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „Solva“-ის სესხების გაცემის და მომსახურების წესები.

01/01/2017 PDF
28/06/2017 PDF

სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობები

1. სახელშეკრულებო ტერმინთა განმარტება

1.1. სესხის ხელშეკრულება – გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ინტერნეტ ვებ- გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის გაფორმებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება მისი შინაარსის გაცნობის შედეგად, ელექტრონული ფორმით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ამის შედეგად მსესხებელი იზღუდება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

1.2. შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის პირობების საკუთარ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, შეთავაზებაში აღწერილი სახელშეკრულებო პირობები მოქმედებს სახელშეკრულებო პირობების მოსანიშნი შესაბამისი ლინკის მომხმარებლისთვის გაგზავნის დღის 24 საათამდე

1.3. სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობები – გამსესხებლის ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული სესხის გაცემის სახელშეკრულებო პირობა, სესხის პაკეტის, თანხის ოდენობის, საპროცენტო სარგებელისა და ვადის შესაბამისად;

1.4. სესხის განაცხადი – გამსესხებლის მიერ საკუთარ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ და რომლის ელექტრონულად შევსება და დადასტურება წარმოადგენს მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გაკეთებულ ოფერტს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;

1.5. ოფერტი – მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;

1.6. აქცეპტი – გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით და მსესხებლის საბანკო ან eMoney ანგარიშზე (სს “იმანი ჯორჯია”; ს/კ 202376026; თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ., №74; www.emoney.ge) სესხის ძირითადი თანხის გადარიცხვით. სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მსესხებლის საბანკო ან eMoney ანგარიშზე სესხის ძირითადი თანხის გადარიცხვის მომენტიდან;

1.7. ელექტრონული დასტური – გამსესხებლის ვებ გვერდზე www.solva.ge სესხის განაცხადის შევსება და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.solva.ge – ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნა;

1.8. სესხის თანხა – თანხა, რომელიც გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

1.9. სესხის პაკეტი – გამსესხებლის ვებგვერდზე წარმოდგენილი კონკრეტული სესხის სახეობა, სესხის ვადის, დაფარვის გრაფიკის, ლიმიტირებული თანხის, საპროცენტო განაკვეთის და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით;

1.10. პროცენტი (საკომისიო) – სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად;

1.11. პირგასამტეხლო – მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. პირგასამტეხლოს გადახდა მსესხებელს არ ათავისუფლებს არსებული დავალიანების ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდისაგან. ამავე დროს მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, 0.5 მეათედამდე, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას;

1.12. გამსესხებლის საბანკო ანგარიში – გამსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულია მის ინტერნეტ ვებ-გვერდზე;

1.13. მსესხებლის საბანკო ანგარიში – მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც მითითებულ იქნება მსესხებლის მიერ განაცხადში ან სხვა საბუთში, ან რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა;

1.14. იდენტიფიკაცია – გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება);

1.15. მიმდინარე დავალიანება – მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ პირგასამტეხლოს, დარიცხულ პროცენტსა და სესხის თანხას, ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;

1.16. სესხის დაბრუნების თარიღი – დღე/დღეები, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა აღებული სესხის უკან დაბრუნების ვალდებულება, გრაფიკის შესაბამისად;

1.17. სესხის ვადა – გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებ- გვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;

1.18. გადავადება – გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება;

1.19. გამსესხებლის ვებგვერდი – www.solva.ge;

1.20. პერსონალური კოდი – მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება მსესხებლის იდენტიფიცირებისათვის.

1.21. გაფრთხილება – გამსესხებელი აფრთხილებს მსესხებელს, რომ ბანკმა მსესხებლის მიერ თანხის ანგარიშიდან მოხსნის შემთხვევაში შეიძლება დაუკავოს საკომისიო.

1.22. გაანგარიშების მეთოდი – სესხის თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწყება თანხის გაგზავნიდან მომდევნო დღეს და გაანგარიშება გრძელდება 365/366 დღეზე.

1.23. პირადი კაბინეტი – მსესხებლის პირადი პორტალი, რომელიც განთავსებულია გამსესხებლის ვებ. გვერდზე.

1.24. არაიდენტიფიცირებადი თანხა – თანხა, რომლის ჩარიცხვის დანიშნულებაც არაა დადგენილი.

1.25. ვადამოსული დავალიანება – მსესხებლის დავალიანება/ვალდებულება რომლის შესრულების ვადაც დამდგარია ამ ხელშეკრულების ან გრაფიკის შესაბამისად, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.

1.26. ვადამოუსვლელი ძირითადი თანხა – სესხის ძირითადი თანხა, რომლის გადახდის ვადაც, გრაფიკის თანახმად ჯერ არ დამდგარა.

2. საერთო დებულებები

2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი პირი ადასტურებს შემდეგს:

ა) არის ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ) აქვს ან არა აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;

ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ სესხის გაცემამდე, ასევე მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ან/და სასეხო ურთიერთობის პერიოდში, მომსახურების გაწევის, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ან/და გამსესხებლის მიერ თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის მიზნებისთვის, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის: სამუშაო ადგილი, პოზიცია, შემოსავლები, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საკრედიტო ისტორია, საკერედიტო სქორი, მსესხებლის მიერ დაფიქსირბეული ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო და სხვა პერსონალური მონაცემები. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2.3. გამსესხებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების „2.2“ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაამოწმოს „კრედიტინფო საქართველოს“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა მონაცემთა ბაზებში, ასევე მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირებთან, დამსაქმებელთან/დამქირავებელთან უშუალოდ დაკავშირებით ან/და სხვა საშუალებით.

2.4. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური საბანკო ანგარიში საქართველოში მოქმედ ბანკებში.

3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა

3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის „ვადასტურებ, რომ გავეცანი www.solva.ge – ის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).

3.2. იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.

3.3. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.

3.4. მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შპს „იუნიფეი“ (ს/ნ 401953999). გადარიცხვის ან შპს „იუნიფეი“-ს სალაროდან ნაღდი ფულის სახით, თანხის აღების მომენტიდან სესხი ითვლება გაცემულად. „იუნიფეი“-ს ფილიალების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.unipay.com/network .

3.5. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.

3.6. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოახდინოს სესხის ხელშეკრულების (სასესხო ხელშერკულების ზოგადი პირობები, სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები ან/და თავსართი), მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, რის შესახებაც გამსესხებელი მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტით email ან/და SMS მოკლე ტექსტური შეტყობინებით მობილური ტელეფონის ნომერზე ცვლილების განხორცილებამდე (ძალაში შესვლამდე) ერთი თვით ადრე აცნობებს მსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად მოახდინოს სესხის ხელშეკრულების (სასესხო ხელშერკულების ზოგადი პირობები, სასესხო ხელშეკრულების სპეციალური პირობები ან/და თავსართი), მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, მსესხებლისათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გარეშე თუ ხორციელდება ხელშეკრულების პირობების ცვლილება მსესხებლის სასარგებლოდ.

3.7. წინამდებარე ხელშეკრულების „3.6“ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები არ საჭიროებს მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებას. გამსესხებელი არ არის პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ არასწორად მითითებული, მოძველებული საკონტაქტო ინფორმაციის ან/ და გამსესხებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მსესხებლის მიერ შეტყობინების მიუღებლობაზე/დაგვიანებით მიღებაზე.

3.8. თუ მსესხებელი არ ეთანხმება გამსესხებლის მიერ შეცვლილ პირობებს, იგი ვალდებულია ცვლილებების ძალაში შესვლამდე წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ გამსესხებელს და დაფაროს სესხის ხელშეკრულებით არსებული დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მსესხებელი ეთანხმება განხორციელებულ  ცვლილებებს.

3.8. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის გათვალისწინებული/არჩეული საკომუნიკაციო არხ(ებ)ის მსეხებლის მიერ ცვლილება ან/და ცვლილების მოთხოვნა დაუშვებელია.

4. გადახდის პირობები

4.1. სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება ხელშეკრულების და გრაფიკის შესაბამისად.

4.2. გადახდები ხორციელდება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით. მსესხებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

4.3. გადახდები ხდება სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს, გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამსესხებლისთვის აღნიშნულ თანხაზე გამსესხებლის მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4. მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანის დანიშნულებაში მსესხებლის სახელის, გვარის და მსესხებლისთვის მინიჭებული ხელშეკრულების ნომრის მითითება.

4.5. თუ გამსესხებელი იღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო, პროცენტი, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.

4.8. სესხის ვადამდე დაფარვა შესაძლებელია შემდეგი პირობებით:

4.8.1. სესხის ვადამდე დასაფარად მსესხებელი ავსებს განაცხადს პირადი კაბინეტის საშუალებით, პირად კაბინეტში განთავსებული სტანდარტული ფორმის და ინსტრუქციის შესაბამისად. განაცხადის შევსების გარეშე სესხის ვადამდე დაფარვა არ მოხდება.

4.8.2. მსესხებელი ვალდებულია ვადამდე დაფარვის შესახებ განცხადების გაკეთების დღესვე გადაიხადოს განაცხადით განსაზღვრული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი უქმდება და სესხი ვადამდე არ დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ თანხის გადახდა განხორციელდება განაცხადის შევსების მეორე ან შემდგომ დღეს, თუ მსესხებელს კვლავ სურს სესხის ვადამდე დაფარვა იგი ვალდებულია ხელახლა შეავსოს განაცხადი სესხის ვადამდე დაფარვის შესახებ. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სესხის ვადამდე დაფარვა მოხდება მხოლოდ მოქმედი განაცხადის თარიღში.

4.8.3 იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ გადახდილ თანხაზე მსესხებელს არ აქვს შევსებული ვადამდე დაფარვის შესახებ განცხადება ან განცხადება გაუქმებულია, ასეთი თანხა გამსესხებლის მიერ განიხილება, როგორც არაიდენტიფიცირებადი თანხა და მასზე გავრცელდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობები.

4.8.4 სესხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში ხდება, ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში, დარჩენილი პერიოდის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „4.8.5“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელი დააფიქსირებს სხვაგვარ ნებას.

4.8.5. თუ ვადამდე იფარება სესხის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით მსესხებელი ირჩევს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთს:

ა) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით;

ბ) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.

4.9. სესხის თანხის გადახდა შესაძლებელია:

ა) გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;

ბ) მსესხებლის საბანკო ბარათის მეშვეობით, ინტერნეტ ექვაირინგის სისტემის გამოყენებით;

გ) TBC PAY-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით (შპს “თიბისი ფეი”; ს/კ 204559361; მის:  ქ. თბილისის, ძველი თბილისის რაიონში, მარჯანიშვილის ქ., N7; www.tbcpay.ge);

დ) ExpressPAY-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით (შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია”; ს/კ 205130464; მის: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ბელიაშვილის ქ., №106, სართული 1, ფართი №11; www.epay.ge);

ე) საქართველოს ფოსტის სალაროებიდან (შპს „საქართველოს ფოსტა“; ს/კ 203836233; ფილიალების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://www.solva.ge/sesxis-gadaxda/georgian-post/);

4.10. მსესხებელი თანხმობას აცხადებს, სესხის ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად, ვადამოსული დავალიანების ფარგლებში, სესხის თანხის დაფარვა მოხდეს მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის გზით.

5. სესხის ვადის გადავადება

5.1. სესხის გადავადება შესაძლებელია თუ აღნიშნული პირდაპირაა გაწერილი სასესხო ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში.

5.2. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი და გამსესხებელი თანხმდებიან შედგენილ გრაფიკზე, ამ უკანასკნელის გადახდის მიზნებისათვის, შესაძლებელია საჭირო გახდეს გრაფიკის შედგენის საფასურის კორექტირება დამრგვალებით. დამრგვალება განხორციელდება სტანდარტული მათემატიკური პრინციპით, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას; ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე დაზუსტებულია, რომ ინდივიდუალური გრაფიკის შემოთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.

5.7. მსესხებლის მიერ ‘’ელექტრონული დასტურის“ გაცემა არ არის აუცილებელი, თუ მხარეები შეთანხმდებიან სესხის ვადის გადავადებაზე.

5.8 სესხის გადავადების მოთხოვნა ხდება მსესხებლის პირადი კაბინეტის მეშვეობით. აღნიშნული მოთხოვნის შემდგომ მსესხებელს იხდის გადავადების საფასურს. იმ შემთხვევაში თუ გადავადების მოთხოვნა არ ფიქსირდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად სესხი არ გადავადდება და გადახდილი თანხა გამსესხებლის მიერ განიხილება, როგორც არაიდენტიფიცირებადი თანხა და მასზე გავრცელდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობები.

5.9. სესხის ვადის გადავადების შემთხვევაში მოქმედებს ამ ხელშეკრულებით პირველადი სესხისათვის გათვალისწინებული პირობები.

51. არაიდენტიფიცირებადი თანხების რეგულირება

51.1. ნებისმიერი არაიდენტიფიცირებადი თანხით, რომლის გადახდაც დაფიქსირდა, იფარება მსესხებლის ვადამოსული დავალიანება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობით, იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია რომ აღნიშნული თანხა ჩაირიცხა მსესხებლის სესხთან დაკავშირებით.

51.2. თუ სახეზეა არაიდენტიფიცირებადი თანხა და მსესხებელს არ გააჩნია ვადამოსული დავალიანება, არაიდენტიფიცირებადი თანხით დაიფარება მსესხებლის დავალიანება მისი გადახდის ვადის დადგომისთანავე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობით.

6. სხვა ახალი სესხის მიღება

6.1. მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებ- გვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი არ საჭიროებს მსესხებლის განმეორებით თანხმობას ამ ხელშეკრულების „2.2“ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიებისათვის.

6.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.

6.3. სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობები ძალაშია მის ფარგლებში გაცემული კონკრეტული სესხის (სესხების) დაფარვის შემდგომაც და არეგულირებს მხარეთა შორის ურთიერთობას სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობების შეწყვეტამდე. სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობების მოქმედების პერიოდში გამსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ისარგებლოს ამ უკანასკნელით მინიჭებული უფლებებით, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების ზოგადი პირობების „2.2“ პუნქტითა და მე-8 მუხლით.

61. დაზღვევა

61.1. მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, რაც დასტურდება გამსესხებლის ვებ. გვერდზე სპეციალური ველის მონიშვნით, გამსესხებელი უზრუნველყობს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას სადაზღვეო კომპანიაში, გამსესხებლის ვებ გვერდზე განთავსებული დაზღვევის სტანდარტული პირობების შესაბამისად (შემდგომში – „დაზღვევის პირობები“). სპეციალური ველის მონიშვნით მსესხებელი ასევე ეთანხმება დაზღვევის პირობებს.

61.2. სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 10 insurance %-ს.

61.3. სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება ემატება სესხის ძირითად თანხას და ნაწილდება გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რისი გადახდაც ეკისრება მსესხებელს.

7. პასუხისმგებლობა

7.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ და სხვა შემთხვევით რისკებს იღებს საკუთარ თავზე.

7.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.

7.4. სესხის გადახდის თარიღის ვადაგადაცილების შემთხვევაში, სესხის თანხის გადაცილებულ ნაწილზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0%–ს, ხოლო სესხის ვადამოუსვლელ ძირითად თანხაზე გრძელდება პროცენტის დარიცხვა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დაარიცხოს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადისგადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვალდებულებებისაგან.

7.5. გამსესხებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან სესხის ვადამოსული თანხის დავალიანების დასაფარად გადარიცხვის შესახებ.

8. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

8.1. გამსესხებელი მისი კანონიერი ინტერესის დაცვის, მომსახურების გაწევის, მის მიმართ არსებული ვალდებულებების აღრიცხვის და შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისთვის უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, შეყვანა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), კერძოდ: სახელი; გვარი; პირადობის მოწმობის ნომერი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; საცხოვრებელი ადგილი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი; საკონტაქტო ინფორმაცია; სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; ანაზღაურება; საბანკო ანგარიშის ნომერი; საკრედიტო ისტორია; საკრედიტო სქორი; სასესხო განაცხადები და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა. გამსესხებელი უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს და მიიღოს  მისგან  მსესხებელზე ინფორმაცია.

8.2. გამსესხებლისთვის მსესხებლის მიერ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, სასესხო განაცხადით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც მსესხებლის თანხმობა ამ მონაცემების გამსესხებლის მხრიდან დამუშავების თაობაზე.

8.3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51; ს/კ 204470740; მის: საქართველო, თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ი.თარხნიშვილის ქ., N2), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე  და  გადახდილი  სესხების/ვალდებულებების შესახებ.

8.4. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში – სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

8.5. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ სს „კრედიტინფო საქართველომ“ გადასცეს გამსესხებლის მიერ მიწოდებული მსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია იმ პირებს, რომლებთანაც სს „კრედიტინფო საქართველოს“ დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აღნიშნული ხასიათის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით.

8.6. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

8.7. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული  ხელშეკრულება.

8.8. მსესხებელი თანხმობას აცხადებს გამსესხებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს მისი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; გამსესხებლის საიტზე რეგისტრაციის დრო; საკონტაქტო ინფორმაცია; სასესხო განაცხადის/რეგისტრაციის გაკეთებისას დაფიქსირებული IP მისამართი; გაკეთებული სასესხო განაცხადები; საკრედიტო ისტორია; საკრედიტო სქორი; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მსესხებელმა სარეგისტრაციო ან/და სასესხო განაცხადის ველში შეავსო ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც მსესხებელმა სხვა ფორმით მიაწოდა გამსესხებელს ან რომელიც გამსესხებლისთვის ცნობილი  გახდა.

8.9. გამსესხებელი უფლებამოსილია დამატებითი შეთანხმების გარეშე, გადაამოწმოს და მიიღოს მსესხებლის შესახებ მონაცემები (საკრედიტო ისტორია, საკრედიტო რეპორტი, საკერდიტო სქორი; მოთხოვნების რაოდენობა, ზოგადი ინფორმაცია კონტრაქტების შესახებ, მასთან დაკავშირებული მონაცემები, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა მონაცემები) სს კრედიტინფო საქართველოს (რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51) მონაცემთა ბაზიდან, სპეციალური შეთავაზებების გასაკეთებლად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების გამოსათვლელად, სტატისტიკის, სესხის გაცემის, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების (მათ შორის ვადაგადაცილების პერიოდში) და  გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისთვის.

8.10. მსესხებელი თანახმაა გამსესხებლისგან მიიღოს პირდაპირი მარკეტინგის, წინასწარ დამტკიცებული  ლიმიტების  შეთავაზების,  საინფორმაციო  და  სარეკლამო შეტყობინებები.

8.11. მსესხებელი აცნობიერებს რა საკონტაქტო პირების დანიშნულებას გამსესხებელთან ურთიერთობაში, თანახმაა, რომ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, უშუალოდ მასთან სატელეფონო კავშირის დამყარების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეიძლება გადაეცეს საკონტაქტო პირებს (საკონტაქტო პირები და სამსახური), რაც ემსახურება სწრაფი ინფორმირების, გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვისა და მისი რესურსების ეფექტურად/პროდუქტიულად გამოყენების მიზნებს.

9. ხელშეკრულების შეწყვეტა

9.1. გამსესხებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მსესხებელი აგვიანებს გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;

ბ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;

გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

დ) მსესხებელი გახდა გადახდისუუნარო.

ე) გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რითაც საფრთხე შეიძლება შეექმნას სესხისა და დარიცხული სარგებლის დაბრუნების/ანაზღაურების მოთხოვნას გამსესხებლის მიმართ.

9.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ჩათვლით.

9¹. კომუნიკაცია

9¹.1. მსესხებელთან დაკავშირების მიზნებია:

ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევა;

ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სერვისის შეთავაზება, მათ შორის სესხის ახალი პირობებისა;

გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ;

დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით;

ე) ინფორმაციის მიღება სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი;

ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირება და მისი შეფასების დაფიქსირება;

ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოება;

9¹.2. მხარეთა შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის მსესხებლის ტელეფონის ნომერზე, საკონტაქტო პირებთან დაკაშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, ელ. ფოსტის საშუალებით, საცხოვრებელ/იურიდიულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის/დატოვების გზით ან/და სოციალური ქსელების გამოყენებით.

9¹.3. მსესხებელი აცნობიერებს, რომ სწრაფი, მოკლევადიანი, ონლაინ სესხების სპეციფიკიდან გამომდინარე სატელეფონო კომუნიკაციას ენიჭება პრიორიტეტი (როგორც სესხის გაცემის ისე დაბრუნების ეტაპზე) და აღნიშნული წარმოადგენს ყოველდღიური კომუნიკაციის უპირველეს საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია მცირე დროში, სხვა საშუალებებთან შედარებით ნაკლები რესურსის გამოყენებით დამყარდეს მსესხებელთან სწრაფი და უკუკავშირის მქონე კომიუნიკაცია. ინფორმირებულია რა მსესხებელი გამსესხებლის ზემოთ ხსენებულ მუშაობის პრინციპებზე, პრაქტიკასა და მეთოდიკაზე, არ შეიძლება რაიმე მიზეზით გამსესხებელს მოეთხოვოს შეზღუდოს სატელეფონო კომუნიკაცია და/ან გამოიყენოს სხვა საშუალება მის ნაცვლად. მსესხებელი ასევე ეთანხმება, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტა ან კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომლის გამოყენებისას ვერ ხორციელდება რეალურ დროში და მყისიერად პასუხის გაცემა, არ წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის ეკვივალენტურ ან მის ჩანაცვლებად კომუნიკაციის საშუალებას.

9¹.4. მსესხებელი გამოთქვამს თანხმობას, რომ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია შესაძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში, კვირის ნებისმიერ დღეს (10.00 საათიდან 23.00 საათამდე), თუმცა აღნიშნული არ ზღუდავთ მხარეებს, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კომუნიკაცია დაამყარონ სხვა დროს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების ვადაგადაცილების პერიოდში. მსესხებელთან კომუნიკაცია შეიძლება მოხდეს მის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებული ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული მოიცავს მსესხებლთან ისეთი სატელეფონო ნომერზე დაკავშირებას, რომლიც გამსესხებლისთვის პირდაპირ მითითებული არ ყოფილა თუმცა დაფიქსირდა მსესხებლის მიერ გამსესხებელთან დაკავშირებისას ან/და სხვაგვარად ცნობილი გახდა გამსესხებლისთვის. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული არ ზღუდავს მხარეებს შორის კომუნიკაციის რაოდენობასა და სიხშირეს;

9¹.5. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველდღიური პასუხისმგებლობა (მაგ. პირგასამტეხლო) ასევე ყოველდღიური ვადაგადაცილება გამსესხებლისთვის არის ფინანსური ზიანის მატარებელი, მსესხებელთან სატელეფონო კავშირის აღდგენის, ინფორმირების და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის, უშუალოდ მსესხებელთან სატელეფონო კავშირის დამყარების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოახდინოს დაკავშირება საკონტაქტო პირებთან/სამსახურთან და მათი საშუალებით სცადოს მსესხებელთან სატელეფონო კავშირის აღდგენა.

9¹.6. თუ მსესხებელთან ვერ ხერხდება სატელეფონო კავშირის დამყარება მათ შორის ამ ხელშეკრულების „8.11“ პუნქტით გათვალისწინებული საკონტაქტო პირების საშუალებითაც ან/და კავშირი არაეფექტურია ამ მუხლით დასახულ მიზნებთან მიმართებაში, გამსესხებელი უფლებამოსიალია, ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევის, ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სევისის შეთავაზების (მათ შორის სესხის ახალი პირობების) გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდების (მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ), დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენების (სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით), ე) სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების (რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი), ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირების და მისი შეფასების დაფიქსირების, ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოების და გამსესხებლის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისთვის, დაუკვავშირდეს მსესხებელთან დაკავშირებულ პირებს (რომლებიც არ ყოფილან სასესხო განაცხადში საკონტაქტო პირებად განსაზღვრული).

9¹.7. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკონტაქტო პირებთან/სამსახურთან დაკავშირება უშედეგო აღმოჩნდება (მსესხებელი არ დაუკავშირდება გამსესხებელს), გამსესხებელი, აღნიშნული მეთოდის არაეფექტურობის გამო, კომუნიკაციის აღდგენის უფრო ეფექტური და სწრაფი მეთოდის მოძიებისა, ასევე რესურსების პროდუქტიულად გამოყენების, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებისთვის უფლებამოსილია პირდაპირ მიმართოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიზმს მესამე პირებთან დაკავშირებას.

9¹.8. მსესხებელთან, საკონტაქტო პირებთან და მსესხებელთან დაკავშირებულ მესამე პირებთან დაკავშირება შესაძლებელია მოხდეს ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, ფოსტის, სოციალური ქსელების (მათ შორის: Facebook; Instagram; Twitter; Odnoklasniki) და სხვა საშუალებებით (მათ შორის: WhatsApp; Viber), ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და წესის შესაბამისად.

9¹.9. იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის მიერ მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის ა) მსესხებლისათვის მომსახურების გაწევის, ბ) მსესხებლისთვის პროდუქტის ან სხვა რაიმე სერვისის შეთავაზების (მათ შორის სესხის ახალი პირობების) გ) მსესხებლისათვის ინფორმაციის მიწოდების (მათ შორის დარიცხული პირგასამტეხლოების ან/და სესხის მდგომარეობის ან/და მოქმედი აქციების შესახებ), დ) მსესხებლის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნის წაყენების (სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით), ე) სესხთან დაკავშირებით მსესხებლის გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების (რაც საშუალებას აძლევს გამსესხებელს შეაფასოს პრობლემური სესხების მდგომარეობა, პერსპექტივა და ეფექტურად მართოს ისინი), ვ) გამსესხებლის მიერ შესაძლო ქმედებების განხორციელების შესახებ (მაგ.: შესაძლო სასამართლო ან/და სააღსრულებლო, მათ შორის გამარტივებული წარმოების დაწყება), მსესხებლის ინფორმირების და მისი შეფასების დაფიქსირების, ზ) მსესხებელთან მოლაპარაკების წარმოების და საკუთარი კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს სხვა ალტერნატიული საკონტაქტო მონაცემები. მსესხებელი აცნობიერებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის გარდა ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალების ამოწურვა გამსესხებელს არ ევალება, მხარეთათვის წინასწარ ცნობილი კომუნიკაციის პრაქტიკისა და კომუნიკაციის შეთანხმებული პრიორიტეტული საშუალებიდან გამომდინარე.

10. შეტყობინება

10.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:

ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;

ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

10.2. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.

11. უფლებამონაცვლეობა

11.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა მესამე პირ(ებ)ს.

11.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

11.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

12. პრეტენზიების განხილვა

12.1. მსესხებელი უფლებამოსილია პრეტენზიით მიმართოს გამსესხებელს, კერძოდ – გამსესხებლის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და სერვისების გაუმჯობესების განყოფილებას.

12.2. საზოგადოებაში პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია:

ა) ზეპირსიტყვიერად – საზოგადოების უფლებამოსილ პირთან საუბრისას;

ბ) წერილობით – საზოგადოების ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით;

გ) ელექტრონულად – საზოგადოების ოფიციალური ელექტრონული ფოსტით;

12.3. პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს განმცხადებლის მიმართვისა და იდენტიფიკაციიდან 1 თვის ვადაში, გამსესხებელი პრეტენზიის განმცხადებელს (აღნიშნული არ ვრცელდება პრეტენზიის ზეპირი ფორმით დაფიქსირებულ შემთხვევებზე), ელექტრონულად, აცნობებს საკითხის შესწავლის შედეგებს და შესაძლებლობის შემთხვევაში  მისი  გადაწყვეტის პირობებს.

12.4. პრეტენზიების განხილვის დეტალური პროცედურა ხელმისაწვდომია გამსესხებლის ვებ გვერდზე აღნიშნული წესის დარღვევით წარმოდგენილი პრეტენზია შესაძლებელია განუხილველი დარჩეს ან არსებითად გაიზარდოს მისი განხილვის პერიოდი. მომხმარებლის სწრაფი იდენტიფიცირების მიზნებისთვის რეკომენდირებულია პრეტენზია წარმოდგენილი იქნეს მომხმარებლის რეგისტრირებული ელ. ფოსტის საშუალებით – ელ. ფოსტის მისამართზე support@solva.ge, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნებისთვის შესაძლებელია აუცილებელი გახდეს განმცხადებლის  შპს  „ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვაში“  გამოცხადება.

13. დავების გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით.

13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული სამართალწარმოების წესით გადახდის ბრძანების მისაღებად და მსესხებელი წინასწარ აცხადებს უარს პროტესტის წარდგენაზე აღსრულებაში და მისი ყველა სახის შესაგებელი სადაო საკითხებთან დაკავშირებით განიხილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. გამსესხებელი ასევე უფლებამოსილია დავის განსახილველად მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

13.3. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არღვევს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სესხის დროულად დაფარვასთან მიმართებაში, გამსესხებელი იტოვებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ან/და მსესხებელთან დაკავშირებული გამსესხებლისათვის ცნობილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს დავალიანებების ამომღებ სპეციალიზირებულ კერძო იურიდიულ პირ(ებ)ს, არსებული დავალიანების ამოღების მიზნებისათვის.

14. სხვა პირობები

14.1. დაგვიანებული თანხის ამოღების შემთხვევაში ამოღების ხარჯებს ფარავს მსესხებელი, რაზეც მსესხებელი არის თანახმა. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელზე ინფორმაცია გადასცეს სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად.

14.2. ეს ხელშეკრულება ეყრდნობა მხარეებს შორის მიღწეულ სრულ ურთიერთგაგებას და ვერანაირი დაპირება, პირობა, თუ მოვალეობა, იქნება ის წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების საგანზე;

14.3. ხელშეკრულების ყველა შესაძლო დანართი შეადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათი განმარტება და აღსრულება წარმოებს ამ ხელშეკრულების ყველა დანარჩენ პირობასთან ერთად;

14.4. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები და/ან დამატებები შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ წერილობით, ორივე მხარის შეთანხმებით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;

14.5. ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ისინი მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი სახელით, გარიგების პირობები შეესაბამება მათი თავისუფალი ნების გამოვლენას და ემსახურება იმ მიზანს, რომ სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში დაარეგულირონ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობანი;

14.6. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს გამსესხებელს და მიიღოს გამსესხებლის ხელმოწერით დადასტურებული ხელშეკრულებაც.

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვაში“ ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სოლვა“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.